დღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალხას კვიცინია და მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა უპირისპირდებიან ერთმანეთს.
პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო კვიცინიას - 22.91%-მა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის" ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ" ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს. ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება.