ქარიშხალმა "დორიანმა" ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწია.
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობა ცხადდებოდა, თუმცა „დორიანმა" კურსი შეიცვალა და ფლორიდას არ შეხებია. ის ამჟამად ჩრდილოეთით, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების სანაპირო ზოლს მიუყვება.
ჯორჯიის შტატში ელექტროენერგიის მიწოდება 100,000 ადამიანს დროებით შეუწყდა, ხოლო ზოგიერთი რეგიონი დაიტბორა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„დორიანი“ ამ ეტაპზე მე-3 კატეგორიას განეკუთვნება. ჰაერის მასები 185 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. შედარებისთვის ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ქარიშხალმა 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ხოლო ათასობით სახლი სრულად გაანადგურა, ჰაერის მასები 280-320 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
⭕ "დორიანის" ამჟამინდელი მდებარეობა და განახლებადი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე ⤵