საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის დაკავშირებული საკითხების 2/3 უკვე შეთანხმებულია.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"როგორც იცით, საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე შექმნილია კომისია, რომელმაც რამდენიმე სამუშაო პროცესი უკვე ჩატარდა. კომისიაზე განიხილება ტექნიკური საკითხები. აღნიშნული ხანგძლივ პროცესია, რადგან ორი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო დავობს ისეთ საკითხებზე, რომელიც ორივესთვის მტკივნეულია", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოც და აზერბაიჯანიც ცდილობს მეზობლის ინტერესები გაითვალისწინოს ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები არ დაარღვიოს.
"2/3 საკითხი უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია 1/3, რომელიც არის მოსაგვარებელი და სამუშაო ფარგლებში ეს საკითხებიც შეთანხმდება", - აღნიშნა კალანდაძემ.