ქარიშხალი "დორიანი", რომელმაც ბაჰამისა და კარიბის კუნძულები გაანადგურა და სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაარტყამს.
ამერიკის სამხრეთ აღმოსავლეთ შტატების მაცხოვრებლები გაფრთხილებულები არიან, დაემორჩილონ საგანგებო სიტუაციისას გამოცხადებულ გეგმას.
ბაჰამის კუნძულების განადგურების შემდეგ, „დორიანი“ მცირედით დასუსტდა და მე-3 კატეგორიით განისაზღვრა, თუმცა ის ძალებს კვლავ იკრებს.
ამ ეტაპზე „დორიანის“ ჰაერის მასები 185 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
შეგახსენებთ, გუშინ, „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები გაანადგურა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო.