ბაჰამის კუნძულებზე, ქარიშხალი „დორიანის" შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 7 ადამიანს მიაღწია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ „დორიანი" ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარიშხლად ჩამოყალიბდა. 290 - 355 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჰაერის მასები კარიბის კუნძულებზე აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
ბაჰამის პრემიერ-მინისტრის, ჰუბერტ მინისის განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
ქარიშხალი "დორიანი" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, ფლორიდის შტატს, 35 საათში მიაღწევს.
ფოტო: Reuters