ქართული დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საერთაშორისო დონის შეხვედრებია დაგეგმილი, რომელშიც ქართული დელეგაციაც იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის ისეთ გლობალურ უსაფრთხოების საკითხები, როგორიც არის ტერორიზმთან ბრძოლა. საქართველო ამ საკითხში ინტენსიურად არის ჩართულია და ჩვენს დელეგაციას შესაძლებლობა აქვს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვთა უფლების დაცვის საკითხების განხილვა.
"შეიარაღებული კონფლიქტების დროს ბავშვთა უფლებების განხილვაში საქართველოს დელეგაცია მონაწილებს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი თანამოთამაშე, ამავდროულად, როგორც სახელმწიფო რომელსაც ჰქონდა ამ პრობლემასთან შეხება და დღემდე ძალიან მწვავედ დაგს", - განცხადა ნინო კალანდაძემ.