საქართველოს საგრეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე ქვეყნის საგრეო საქმეთა მინისტრს, მათ შორის იაპონიის, იორდანიის, ესტონეთის, ბულგარეთისა და ურუგვაის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
"ჩვენ ამ სახელმწიფოებთან ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები გვქვს, მაგრამ ამავდროულად, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთდახმარების საკითხები განიხილება", - აღნიშნა კალანდაძემ.