საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სოხუმის დაცემის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დევნილების უფლების დაცვა წარმოდგენს.
"დღეს საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღე აღნიშნება, 1993 წელს საოკუპაციო რეჟიმმა დაარღვია სოჭის ხელშეკრულება და უკანონო იერიში მიიტანა სოხუმზე. შედეგად აფხაზეთის მთელი რეგიონიდან 100 ათასობით ადამიანი გამოიდევნა. მინდა დავრწმუნო ყველა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დევნილების უფლების დაცვა წარმოდგენს ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევას არ იშურებს, რომ როგორც დევნილი, ასევე ლტოლვის სტატუსით მყოფ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს უფლებები დაიცვას.
"გვჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი გზებით, წარმატებას მივაღწევთ და დევნილები საკუთარ სახლებში ღირსეულ დაბრუნებას შესძლებენ", - განაცხადა საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.