საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოქტომბრის დასაწყისში ერევანს ესტუმრება.
აღნიშნული გადაწვეტილება საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, გრიგოლ ვაშაძემ და ედვარ ნალბანდიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრაზე მიიღეს, იუწყება სომხური მედია.
"ჯი-ეიჩ-ენს"აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურმა ერევანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. სომხეთის საგარეო უწყებამ ქართველი მინისტრის გამონათქვამი სომხეთში რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით შეაფასა როგოც სხვის საქმეებში ჩარევა.
"სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ გამოუხატავს პოზიცია სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნასთან დაკავშირებით. არც ერთი სხვა ქვეყნის ჩინოვნიკს უფლება არ აქვს ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში და აკეთოს კომენტარები ჩვენი უსაფრთხოების საკითხებზე", _ განაცხადა სომხური მხარემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ სოომხეთში რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბაზა საფრთხეს უქმენის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ სომხეთის უსაფრთხოებას.