პუერტო რიკოს მთავარ კუნძულს, პირველი კატეგორიის ქარიშხალმა „დორიანის თვალმა“ დაარტყა.
შტორმს 80 წლის მსხვერპლი ჰყავს. პოლიციის განცხადებით, ხანდაზმულ კაცს კიბე დაეცა. ამ დროისთვის პურტო რიკოში ყველა სკოლა დახურულია. 23000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
„დორიანი“ ნაკლებად დამანგრეველი ქარიშხლების კატეგორიაში შედის. მიმდებარე ტერიტორიაზე ქარიშხალს ამერიკის შეერთებული შტატების კუნძულებისთვის, ვიკისა და კულეტრასთვის ზიანი არ მიუყენებია.
ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, მომდევნო დღეებში ქარიშხალი „დორიანი“ ძალებს მოიკრებს, შემდეგ კი ფლორიდასა და ჯორჯიას შტატებს დაარტყამს.