ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 17 წლისთავთან დაკავშირებით "ეროვნული ფორუმი" მსვლელობას მოაწყობს.
როგორ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმიდან" აცნობეს, პარტიის წარმომადგენლები გმირთა მოედანზე, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრებს მიაგებს პატივს.
13:00 საათზე კი "ფორუმის" ლიდერები თანაპარტიელებთან ერთად ვარაზისხევის გავლით ვაკის პარკისკენ მდუმარე მსვლელობას მოაწყობენ, რის შემდეგაც ვაკის პარკში "საქართველოს ლეგიონის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებას შეუერთდებიან.