პარტია "ჩვენ თვითონ" ხელისუფლებას დაპირებების საკანანმდებლო დონეზე გამყარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ჩვენ თვითონ" - ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლალი ნაღებაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქობულეთის ფიჭვნარის შესახებ პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული საგადასახადო შეღავათები, ჯერ მხოლოდ დაპირებაა, რომელიც კანონმდებლობით გამყარებული არ არის.
"პრეზიდენტმა ინვესტორებს აუწყა ქობულეთის ზღვისპირა ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნის და უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათების შესახებ აუწყა. თუმცა ეს შეღავათები საკანომდებლო დონეზე გამყარებული არ არის. ეს დაპირებები ბიზნესისთვის დამატებით რისკს ქმნის. ვინ არის დაზღვეული იმისგან, რომ პროექტის ხელმოწერის შემდეგ დაპირებული საგადასახადო შეღავათები მართლაც ამოქმედდება და მთავრობა უცბად პირობის კორექტირებას არ მოახდენს", - განაცხადა ნაღებაშვილმა.
მისი განმარტებით, ტურისტული ზონის განვითარებისთვის უნდა მოხდეს გაცხადებული საგადასახადო შეღავათების სანანმდებლო დონეზე გამყარება და მშენებლობის დასრულების ვადები პროექტებში ჩაიდოს მხოლოდ ინდივიდუალურად ინვესტორებთან შეთანხმების საფუძველზე.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივით, ქობულეთის ფიჭვნარში 3 მიწის ნაკვეთი გამოიყო, რომელზეც 27 ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს. პროექტში ჩართვის მსურველებს კი პრეზიდენტრი უფასო მიწას და კომუნიკაციებს და გარკვეული პირობებით გადასახადებისგან 15 წლით გათავისუფლებას დაპირდა.