რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი საქართველოში, ამჟამად კი რუსეთის ელჩი სომხეთში აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს საქართველოსთან საბოლოოდ ურთიერთობების გაწყვეტას, მაგრამ ურთიერთობების აღდგენას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არ აპირებს.
"სააკაშვილი ეს არის ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მან დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთში, რომლის დროსაც დაიღუპა 15 რუსი სამშვიდობო. ხოლო ელაპარაკო ადამიანს, რომელმაც რუსეთის მოქალაქეების წინაშე დანაშაული ჩაიდინა, მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობს", _ აცხადებს კოვალენკო.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილსა და ქართველ ხალხს არ აიგივებს. "ეს ორი მართლმადიდებლური სახელმწიფოა, მართლმადიდებლური საერთო ფესვებით. რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ ისეთთან არა, რომლის სათავეში დამნაშავე დგას", _ აცხადებს კოვალენკო.
მასალის გამოყენების პირობები