იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მომხრეა, რომ დეპუტატებს თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებისთვის კითხვით მიმართვის უფლება დარჩეთ. ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელის ლევან ვეფხვაძის შენიშვნის საპასუხოდ გააკეთა.
ვეფხვაძეს პრობლემატურად მიაჩნია საკონსტიტუციო პროექტში არსებული ის ჩანაწერი, რომლითაც დეპუტატს აღარ აქვს უფლება, კითხვით მიმართოს თვითმმართველობების წარმოამდგენლებს, მათ შორის მერს.
მისი თქმით, ეს ნორმა განსაკუთრებულ პრობლემებს შეუქმნის მაჟორიტარ დეპუტატებს.
ამიტომ, იგი ითხოვს, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეს მუხლი შეიცვალოს და დეპუტატებს თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებისთვის კითხვით მიმართვის უფლება დარჩეთ.
მის მოთხოვნას ადეიშვილიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ "ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება~.