იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი თანახმაა, პრეზიდენტს საკანონმდებლო წინადადების ინიცირების უფლება შეეზღუდოს.
ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
დღევანდელ სესიაზე ეს საკითხი "ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვუფხვაძემ დააყენა. თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზედაც იყო და უმრავლესობის მხრიდანაც დაფიქსირდა მოთხოვნა, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება შეეზღუდოს.
დღეს კი ადეშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა იყო და ბევრი ექსპერტიც მიიჩნევს, რომ, პრეზიდენტს საკანონმდებლო წინადადების ინიცირების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
"ამიტომ ამ შენიშვნას გავიაზიარებთ", _ განაცხადა მან.