ამერიკის სატელევიზო პრემიის, Emmy-ის დაჯილდოების 71-ე ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ იუწყება CNN-ი.
Emmy-ის ორგანიზატორების ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შთაგონებული იყოს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარების გადაცემის წლევანდელი ცერემონიალით, რომელსაც წამყვანი არ ჰყავდა და ექსცესების გარეშე ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ Emmy-ის ცერემონიალს წამყვანი 1975, 1998 და 2003 წლებშიც არ ჰყავდა.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც წამყვანი არ ეყოლება, მაყურებლის ყურადღება მეტად იქნება მიპყრობილი ნომინაციებსა და მასზე წარდგენილ ადამიანებს.
Emmy-ის დაჯილდოების 71-ე ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.