გლობალურ სამყაროში თავისუფალი კავკასიის იდეის რეალიზება ვერ მოხდება. ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახაბერ შარტავამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
"გლობალურ სამყაროში თავისუფალი კავკასიის იდეის რეალიზება ვერ მოხდება. თუ საუბარია დანაწევრებული და სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მყოფი კავკასიის შიდა ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე, რომელიც რუსეთის გავლენისგან იქნება განთავისუფლებული, ეს ჯერ კიდევ სალაპარაკოა. პირველი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, არის მშვიდობანი კავკასია", - აღნიშნა შარტავამ.
მისი შეფასებით, მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზება ვერც საქართველოს და ვერც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებების ხელში ვერ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე ერთიანი, თავისუფალი კავკასიის შექმნის ინიციატივა გააჟღერა.