თამარ შავგულიძის ფილმი "კომეტები" წარმოდგენილი იქნება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში "აღმოჩენები".
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი ორი შუახნის ქალბატონის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.
"კომეტების" სცენარზე რეჟისორმა თავადვე იმუშავა. ფილმის პროდიუსერები არიან თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შერვაშიძე, ხოლო ოპერატორი - გიორგი შველიძე. მთავარ როლებს ქეთევან გეგეშიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 5 სექტემბერს გაიხსნება და 15 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.