შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს შვედეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და წარმატებები სამომავლო საქმიანობაში უსურვა.
ელჩმა მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე, ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.