საკონსტრიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 123 კაცმა დაუჭირა 4-ის წინააღმდეგ.
წინასწარ გაკეთდა განცხადებები, რომ პროექტს მხარს უჭერდნენ ოპოზიციიდან პაატა დავითაია, გია თორთლაძე და ედპ.
კენჭისყრის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღნიშნულ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა უწოდა და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტის დახვეწაზე მეორე მოსმენამდე კონსულტაციები გაგრძელდება და შესაძლოა პროექტში გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიდეს, გარდა იმ ცვლილებებისა, რაზედაც შეთანხმება უკვე არსებობს. შეთანხმება კი ეხება საკუთრების უფლების დაცვის მეტი გარანტიების ჩადებას, გუბერნატორების დანიშნის წესის შეცვლას, ორგანული კანონის ცნების დაბრუნებას და საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში თავისუფლასდ შემოსვლის საკითხს.