იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება ადეიშვილმა პარლამენტში რიგგარშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
პრეზიდენტისთვის პარტიულობის უფლების ჩამორთმევის საკითხი ქრისტიან-დემოკრატებმა დააყენეს. მათი თქმით, თუკი პრეზიდენტი იქნება ქვეყანაში არბიტრი, არ შეიძლება იგი რომელიმე პარტიის წევრი იყოს, ვინაიდან მათ მიმართ ექნება პარტიული მიკუთვნებულობა, რაც პოლიტიკურ ვითარებაზე ცუდ გავლენას იქონიებს. ქრისტიან-დემოკრატები ითხოვენ, პრეზიდენტს ჩამოერთვას უფლება, იყოს რომელიმე პარტიის წევრი მას შემდეგ, რაც იგი ფიცს დადებს.
იუსტიციის მინისტრი ამ მოთხოვნის წინააღმდეგია. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატებს ასახელებენ პოლიტიკური ძალები და მაშინ აღნიშნული ნორმა უნდა შეიცვალოს ,რაც მას სრულიად მიუღებლად მიაჩნია.