"ლეიბორისტები" გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, გაეროს უშიშროების საბჭოს, გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოთა მეთაურებს და მსოფლიო ლიდერებს საქართველოში გაეროს ეგიდით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას სთხოვენ. ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის საერთაშორისო მდივნმა ნესტან კირთაძემ ისაუბრა.
კირთაძის მიერ განმარტებულ "ლეიბორისტების" მიმართვაში აღნიშნულია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობს პრეზიდენტი, "რომლის არათანმიმდვერულმა და გაუაზრებელმა პოლიტიკამ სამ ნაწილად დაშალა გაეროს მიერ აღიარებული ერთიანი ქართული სახელმწიფო".
"გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს მის მიერ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, იმ დროს, როდესაც გაეროს ოფიციალური მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში უკვე 1 800 ათასი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და ეს ტენდენცია ზრდადია. უფრო მეტიც, ქვეყანა პრაქტიკულად შიმშილისა და სოციალური აფეთქების ზღვარზეა. საქრთველოს პრეზიდენტი, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან საუბრობს დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე სრული ფარსია და ქვეყანაში სინამდვილეში წლებია მოქმედებს ერთპარტიული დიქტატურა და სააკაშვილის შეუზღუდავი, ერთპიროვნული მმართველობა", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
მანვე, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები რეალურად, მიხეილ სააკაშვილის "პოლიტიკურ მონარქიზაციის" პროცესს ემსახურება.
"მას შემდეგ, რაც სააკაშვილს პრაქტიკულად ეწურება პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით განკუთვნილი ორი ვადა, მან ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, განახორციელა ე.წ კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც იგი უპრობლემოდ გადაინაცვლებს პრემირ-მინისტრის სავარძელში პრეზიდენტის უფლებებით და გაარძელბეს ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას ამჯერად უკვე შეუზღუდავი ვადით", - აღნიშნა კირთაძემ და გაეროს გენერალურ მდივანსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით და არ "დაუშვან დიქტატორული რეჟიმის კონსტიტუციური გაფორმება".
"მოგმართავთ დაბეჯითებით, განიხილოთ და მიიღოთ დადებითი გადაწყვეტილებანი 2009 წლის 30 დეკემბრის საქართველოს სრულიად ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების მომართვაზე _ საქართველოში გაეროს ეგიდით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში შექმნის ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან შესაძლბელობას და რაც სასციცოცხლოდ აუცილებელია ახალგაზრდა დემოკრატიის საქართველოსთვის და უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონისა და მსოფლიო თანამეგობრობისათვის", - განაცხადა "ლეიბორისტების" საერთაშორისო მდივანმა.