პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხიელ მაჭავარიანი აცხადებს, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღების შემდეგ ქვეყანა ევროპასთან უფრო მეტად იქნება დაახლოებული". ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ქვეყნისთვის მნიშვნელობა აქვს იმ მოდელის მიღებას, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს და არა იმ მოდელს, რომელიც რომელიმე პარტიულ ინტერესზე იქნება მორგებული.
მისი თქმით, აღნიშნული მოდელი სწორედ ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს,
"საკონსტიტუციო რეფორმა დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და ქვეყანას ეკონომიკური განვითარების იმპულსს მისცემს", _ განაცხადა მაწავარიანმა.
მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღების შემდეგ ქვეყანა ევროპას უფრო მეტად დაუახლოვდება" და იმედოვნებს, რომ ყველა გონიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან იქნება მხარდაჭერები.