სჭირდება თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მოლაპარაკებები ეს თავად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ეს განცხადება რუსეთის დუმის დსთ-სა და თანამემამულეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი ოსტროვსკიმ გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გაგებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ორი ხალხის - ოსი და აფხაზი ხალხის გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში თუკი ეს ხალხები, პერსპექტივაში შესაძლებლად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომასაც კი - ეს მათი სუვერენული უფლებაა, რომელზეც გავლენის მოხდენის უფლება არც საქართველოს და ქართველ ხალხს და არც რუსეთს და რუს ხალხს არა აქვთ", _ აცხადებს ოსტროვსკი და დასძენს, რომ მისი პირადი აზრით, ამ საკითხზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ "ვინ და როდის შეძლებს ამ საკითხის დაყენებას არავინ იცის".
ალექსეი ოსტროვსკი ასევე აცხადებს, რომ ერთი რამ ზუსტად იცის - 2013 წლამდე ამ საკითხის განხილვას არავინ აპირებს.