საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები მეორე მოსმენისას გადაწყდება. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვილლებების პროექტის გახილვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი უმრავლესობის წარმომადგენელმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ბუცხრიკიძემ დასვა.
როგორც მან აღნიშნა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ჩანაწერი მოითხოვს გარკვეულ დაზუსტებას, რადგან ეროვნული ბანკის ფუნქციები დღეს, გარკვეულწილად, გაზრდილია და საჭიროა ეს კონსტიტუციაშიც აისახოს.
გარდა ამისა, ზურაბ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ უნდა დაკონკრეტდეს აგრეთვე ის საკითხი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ხარჯების შემცირებას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ხარჯების შემცირება არ შეძლება. ბუცხრიკიძე კი მიიჩნევს, რომ უნდა დაკონკრეტდეს რომ საუბარია მიმდინარე ხარჯებზე. ასევე ითხოვს, რომ ამ მუხლს უნდა დაემატოს სასამარლოებიც და ჩაიწეროს რომ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიმდინარე ხარჯების შემცირებაც არ უნდა იყოს შესაძლებელი. მის მოთხოვნებთან დაკავშირებთ კი ზურაბ ადეიშვილი აცახეს, რომ ეს შენიშვნები მისაღებია და მეორე მოსმენისთვის კონსულტაციების შედეგად შევა პროექტში ცვლილებები.