"მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებაში, კავკასიელი ერების ჩართულობა აუცილებელია", - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
"როგორც კავკასიელი ერების, ასევე რუსეთის მონაწილეობა მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. თუმცა მათი ჩაბმა, ამ პროცესების რეალურად დაწყების შემთხვევაში, ძალიან რთულია. ამის შესაძლებლობა მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ იქნება", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს 65 ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის შექმნის იდეა წამოჭრა.