პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის შექმნის შესაძლებლობა.
როგორც ალასანიამ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ეს იდეა შევარდნაძესაც ჰქონდა და მას უფრო რეალურად შეეძლო ამ პროექტის განხორციელება, ვიდრე დღეს სააკაშვილს შეუძლია.
"მშვიდობიანი კავკასიის შექმნის იდეა არაა ახალი. ეს პროექტი შევარდნაძის ინიციატივაა. სააკაშვილს 2005-06 წლებში, იდეის განხორციელების რეალური შესაძლობლება ჰქონდა, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამ ეტაპზე კი მისი დაპირება ყალბია, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ლიდერის ნდობა აღარ აქვს. შევარდნაძეს გაცილებით დიდი შანსი ჰქონდა ამ პროექტის რეალურდ დაწყების, ვიდრე სააკაშვილს", - განაცხადა ალასანიამ.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ პროცესების რეალურად დასაწყებად, მთელი ქართული საზოგაოდება უნდა იყოს ჩართული.