აშშ ქართული მხარის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული ახალ იდეებს შეისწავლის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ქართული მხარიდან გაჟღერდა რამდენიმე ახალი იდეა, რომლის შესწავლასაც ჩვენი პარტნიორები დაგვპირდნენ. შეხვედრაზე ძალიან დიდი ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუთმეს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს გაეროში რეზოლუციის და რუსეთთან საქართველოს მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.