საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდა. 
შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და დაახლებით ერთი საათი გაგრძელდა. 
მხარეებმა შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ვაშინგტონში, 6 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრეს. ასევე სააკაშვილმა და კლინტონმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს.