31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში  გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
	- ნინო ჟვანიას “აღლუმი”
 
	- მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
 
	- დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
 
	- გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
 
	- დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
 
გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან:
	- 
	
გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
	 
	- ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
 
	- ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
 
	- გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
 
	- სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
 
	- ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
 
	- ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
 
	- სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
 
	- გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
 
	- არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
 
	- თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
 
	- ნატა მურვანიძე – მსახიობი
 
გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.