საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის ლიდერები და მოქალაქეები ქართული გამოცდილებების გასაზიარებლად საქართველოში დაპატიჟა. მივმართავ რუსეთის ფედერაციის ლიდერებს.
"მე მინდა ვუთხრა რუსეთის ლიდერებს, რომ მათ უფრო მეტი უნდა იზრუნონ საკუთარ მოქალაქეებზე და ნაკლებად ჩვენს დიპლომატიურ ორიენტაციაზე;უფრო ჩრდილოეთ კავკასიის განვითარებაზე, სადაც ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენი განვითარების შეფერხებაზე. მათაც ასევე შეუძლიათ მობრძანდნენ თუ სურთ და გაეცნონ როგორ შეიძლება პოსტსაბჭოთა საზოგადოება გადაიქცეს ევროპულად. მე მათ ვიხმობ პორტატული კომპიუტერებით და არა რაკეტებითა და ავტომატებით", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში განხორციელებული რიგი რეფორმებისა, მოსკოვში ყურადღებას იწვევს.
"იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაჯობოთ სხვა საქმეებში, ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზაციაში. ჩვენი რეფორმების ჩუმი კოპირების ნაცვლად მათ უნდა ითანამშრომლონ ჩვენთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა რუს ხალხს მიმართა, რომ ჩამოვდნენ, როგორც მეგობრები, მაგრამ არა როგორც ოკუპანტები.
"მე მინდა ვუთხრა რუს ხალხს, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში როგორც ტურისტები, სტუდენტები, ბიზნესმენები ჟურნალისტები, ან უბრალოდ, როგორც მეგობრები, მაგრამ არა, როგორც ოკუპანტები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.