გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებად შეაფასა მსოფლიოს უარი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ.
"ეს ვალდებულება გამოხატულია თითქმის მთელი მსოფლიოს უარში დაადასტუროს რუსეთის ოკუპაცია და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ნიშანდობლივი უწოდა იმ გარემოებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არც ერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ არ აღიარა.
"აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მხრიდან უდიდესი ზეწოლისა და მრავალხმრივი მუქარების მიუხედავად, არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ არ აღიარა დანაწევრებული საქართველო. ეს იწვევს დიდი გაკვირვებასა და მათ აღშფოთებას, ვინც საბჭოთა იმპერიის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და სურს წარსულ დროში დაბრუნება. ეს აჩვენებს, რომ იმ, ცვლილებებს, რომელზედაც მე უკვე ვილაპარაკე აქვს ფესვები. ეს აჩვენებს, რომ საბჭოთა პერიოდის ყოფილი ქვეყნები გახდნენ ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები და შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ ამას მოსკოვშიც ხედავენ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.