ისეთ ვითარებაში, როგორშიც დღევანდელი მსოფლიო ცხოვრობს, თანამშრომლობა აუცილებელია, როგორც არასდროს, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მან გაეროს წევრებს მოწუდოა, რომ ერთად დადგნენ და ერთად შექმნან გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ახალ მიდგომები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ერთად აღმოვჩნდება საფრთხის წინაშე.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში გაეროს ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა მშვიდობის, განვითარებისა და სამართლიანობის მისაღწევად. ამის მაგალითად მიმდინარე თვეს საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით, ისრაელსა და პალენსტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება დაასახელა.
"მოლაპარაკებები განახლდა მაშინ, როდესდაც უამრავ ადამიანს ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიოდობის იმედი დაეკარგა", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "გზა მშვიდობისკენ, უსაფრთხოებისა და სამართლიანობისკენ ჯერ კიდევ შორია. დიდია არსებული წინააღმდეგობები, მაგრამ მიზანი იმდენად კეთილშობილური და აუცილებელია, რომ მას არავითარი ძალისხმევა არ უნდა მოაკლდეს. სწორედ ეს არის ის, რისთვისაც მინდა პატივი მივაგო ყველას, ვინც მშვიდობისათვის რისკავს. დიახ, რისკავს, რადგან მშვიდობის მიღწევა არ არის ადვილი. მშვიდობის მიღწევა ისევე რთულია, ახლო აღმოსავლეთში, როგორ ჩემს ქვეყანაში".
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში კი ერთიან მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ "მათ, ვისაც გაგვაჩნია სიმამაცე, საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, რათა შევცვალოთ არსებული ვითარება და ახალი გზით მივიდეთ მშვიდობამდე".
"მშვიდობა არ არის იოლი გზა, მაგრამ მშვიდობა ერთადერთი გზაა. როგორც ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ახლახან ომისგან დაზარალდა და ჯერაც ნაწილობრივ ოკუპირებულია ბირთვული სახელმწიფოს მიერ, შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდობა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი მიზანია. და ამავე დროს, ჩვენი ერთადერთი გზაა იმ მიზნებისკენ, რომელთაც ვიზიარებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მათ გასაგონად, ვისაც ქვეყანაში და რეგინში დაძაბულობა აწყობს განაცხადა _ "მშვიდობა არა მხოლოდ მიზანია, არამედ ეს არის საშუალება ნებისმიერი მიზნის მისაღწევად".