დღეს, 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სუამის გაფართოებული სხდომა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძის ინფორმაციით, გაეროს ფორმატში დაგეგმილია სუამის გაფართოებული სხდომა, რომლშიც მონაწილეობას არ მხოლოდ წევრი ქვეყნები და ორგანიზაციები მიიღებენ, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"სხდომაზე სუამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებს შეაჯამებენ და სამომავლო გემებზე იმსჯელებენ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, სუამის სხდომაში მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიღებს.