დღეს, 24 სექტემბერს, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საპარლამენტო განხილვას იწყებს. გაიმართება რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ამ საკითხს მიეძღვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციიური პარტიები იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ პროექტში რეალურად არ არის ასახული არც ერთი შენიშვნა და ამ შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მხოლოდ ზეპირი განცხადებების სახით პროექტი სასესიო განხილვაზე არ უნდა გავიდეს.