გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორი, იუკია ამანო გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იუკია ამანო, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა.
72 წლის იაპონელი დიპლტომატი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობით, თუ ვინ დაიკავებს სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას.