საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რყევები იმდენად ძლიერი იყო, რომ შეშინებული ადამიანები ქუჩაში გარბოდნენ. ბიძგების ეპიცენტრი დედაქალქიდან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, 15 კილომეტრის სიღმეზე დაფიქსირდა.
თავდაპირველად ათენის გეოდინამიკის ისნტიტუტმა მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრით შეაფასა, თუმცა მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების გეოოლოგიურმა კვლევთმა ცენტრმა რყევებს 5,3 მაგნიტუდის კვალიფიკაცია მიანიჭა.
რყევები ძლიერი იყო, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
რყევები საბერძნეთის დროით 14:13 წუთზე დაფიქსირდა.