საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
ვაშაძე ფიჯის, ხორვატიის, მონტენეგროს, ნიგერიის, კვიპროსის, ბოლივიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ასევე გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის.
შეხვედრებზე ქართველმა დიპლომატებმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და განიხილეს, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.