ირანის პრობლემა, რომ მოგვარდეს რუსეთს შეერთებულ შტატებზე ზემოქმედების ბერკეტი აღარ დარჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ტელეკომპანია "Fოხ ნეწს" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ შეაფასებდა რუსეთის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის დაფინანსებას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "რუსეთი ცდილობს თავისი ქმედებით ყურადღება მიიქციოს".
"ირანის პრობლემა, რომ მოგვარდეს რუსეთს შეერთებულ შტატებზე ზემოქმედების ბერკეტი აღარ დარჩება. ისინი ამ საკითხებით მანიპულირებენ. შედეგად იკარგება ნდობა. ამას რუსები მუდმივად აკეთებენ და ეს პუტინისგან იმართება. ეს მთელი სისტემაა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთში პატივს არ სცემენ ადამიანისა და საკუთრების უფლებებს, ისევე როგორც პატივს არ სცემენ საზღვრებს და მეზობლების.