"საქართველოში საინვესტიციო გარემო უნიკალურია და ამაში შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და თავდა დარწმუნდეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე გაეროს გენერალური ასამბელიაზე ჩასული ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ.
"ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ყველა სირთულის მიუხედავად. შეხედეთ რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ქვეყანას, რა გამოწვევების წინაშე დგას და მაინც ყველაზე დიდი ზრდა ამ წელს ინვესტიციების თვალსაზრისით გვქონდა. დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ თბილისის ცენტრში ცათამბრჯენის აშენების შესახებ. ატმოსფერო უნიკალურია. ეს იგრძნობა და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩამოხვიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ რაზეც გესაუბრებით. ვიცი, ძალიან დაკავებულები ხართ, მაგრამ საქართველო არც ისე შორია, როგორც გგონიათ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა პოლიტიკურ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი ცოტათი ჭკვიანია ამაზე არ უნდა ინერვიულოს, რადგან "ზემოთ ნელ-ნელა ადიხარ და მა დროს მთავრია ფორმა შეინარჩუნო".
"თუ მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარობაზე ზრუნავ ეს არაფერს ნიშნავს. პოპულარობა არის საშუალება იმის, რომ რეფორმებისთვის გამოიყენო", - განაცხადა სააკაშვილმა.