საქართველოს ჰყავს პატარა, მაგრამ ძლიერი და ეფექტური მთავრობა. _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰარვარდის კლუბში გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ.
კითხვაზე - საქართველო შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და როგორ შეძლო ეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ "ყოველთვის ზევით მივიწევდით".
"ბრძოლის პარალელურად გვინდოდა ვყოფილიყავით წარმატებული ყველაფრის მიუხედავად. ჩვენი აზროვნება ასეთი იყო - ან უნდა ვყოფილიყავით ძალიან წამატებული ან საერთოდ არა უნდა ვყოფილიყავით. ამას ვფიქრობდით ჩემზე ან სხვა ვინმეზე კი არა, არამდე მთელ ქვეყანაზე და ვფიქრობთ, რომ ეს ამოძრავებს ქვეყანას. შესაძლებლობები ძალიან მცირეა და ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ ზოგიერთ რეფორმებს ვთმობ და მათი გადადება მიწევს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ძალიან კარგია დიდი მთავრობა, მაგრამ შეიძლება ასეთ დროს გადაწყვეტილებების გაჭიანურდეს, ამიტომ საქართველოს პატარა, ძლიერი და ეფექტური მთავრია ჰყავს და ეს მთავრია.