"საპრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ თუ მიხეილ სააკაშვილი არავის გაახსენდება არ მეწყინება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას კითხვაზე _ "პრეზიდენტობის შემდეგ რით დაამახსოვრდებით ხალხს?" პასუხისას განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩემი საზრუნავია, რომ ქართველი ხალხი იყოს ხსოვნის ობიექტი, ის გადარჩეს და არსებობა განაგრძოს. მეორე საზრუნავი ის არის, რომ საქართველო იყოს წამატებული ქვეყანა, მე კი პრეზიდენტობის შემდეგ ვაპირებ ამ წარმატებული ქვეყნით დატკბობას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი საკუთარი თავის რეალიზებას ახდენს, მაშინ მას არ უნდა აღელვებდეს ახსოვს თუ არა ვინმეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე დებატებს გახსნის.