საქართველოს შეცვლა ქართველი ხალხის და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურებაა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
"მთავრი მიღწევა ის არის, რომ საქართველო შეიცვალა, მაგრამ ეს არ არის ჩემი პირადი მიღწევა. ეს ქართველი ხალხის და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ გუნდის და პრეზიდენტის მიღწევების ცალ-ცალკე განხილვა გამართლებული არ არის", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა პირად მიღწევაზე იხუმრა და აღნიშნა, რომ მას პირადი მიღწევები არ აქვს, თუ არ ჩაითვლება ის, რომ "ბოლო დროს ცოტა წონაში დავიკელი".