ოპოზიციის არასამთავრობო სექტორის თხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საპარლამენტო განხილვას იწყებს. საკომიტეტო ცვლილებების განსახილველად 24 სექტემბერს გაიმართება რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული. მანამდე კი დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც დღეს, 23 სექტემბერს გაიმართება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რაც პროექტის საზოგადოებრივი განხილვის პროცესში გამოითქვა. კუბლაშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, ამ შენიშვნებიდან რომლის გათვალისწინება იქნება შესაძლებელი.
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციიური პარტიები იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ პროექტში რეალურად არ არის ასახული არც ერთი შენიშვნა და ამ შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მხოლოდ ზეპირი განცხადებების სახით პროექტი სასესიო განხილვაზე არ უნდა გავიდეს.
საკონსტიტუციოო ცვლილებების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით 22 სექტემბერს ფონდ ღია საზოგადოების ინიციატივით, საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო საკონსტიტუციო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.