დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით გამოვა.
სააკაშვილი თავის მოხსენებში ყურდღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, საქართველოს სამშვიდობო გეგმების და დეოკუპაციის საკითხებზე. ასევე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მეორე ნაწილს გახსნის.
გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეა 160-ზე მეტ საკითხს განიხილავს. საკითხთა ჩამონათვალი ასამბლეის წინასწარ დღის წესრიგშია შეტანილი. მათ შორისაა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხები.
23 სექტმებერს გაეროში იწყება სახელმწიფოს მეთაურების პოლიტიკური დისკუსია, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით პოლიტიკურ დისკუსიის გახსნის დღეს, 23 სექტემბერს წარდგება.
შეგახსენებთ, რომ გენერელური ასამბლეა გაეროს სათათბირო ორგანოა. მასში გაერთიანებულია გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო და ყოველ მათგან აქვს ერთი ხმა.