არასამთავრობო სექტროი ხელისუფლებას თხოვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა 2011 წლისთვის გადაიდოს. მანამდე კი განხილვის პროცესში დებატების გამართვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადებები დღეს ფონდ "ღია საზოაგდოების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთდა.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
საკითხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა დააყენა და როგორც მან აღნიშნა, ერთი მხრივ არასათანადოდ წარიმართა 11 მაისიდან 19 ივლისამდე პროცესი, როდესაც პროექტი დამტკიცდა და ვენეციის კომისიას გადაეცა განსახილველდა. მეორე მხრივ კი არასათანადოდ წარიმართა საზოგადოებრივი განხილვის პროცესი, რადგან პოლიტიკურ სპექტრსა და, მათ შორის, არასამათავრობო სექტორს არ მიეცა საშუალება საზოგადოებასთან შეხვედრისას ალტერნატიული აზრი დაეფიქსირებინა.
არასამთავრობოები ითხოვენ, არ მოხდეს პროექტის მიღება საშემოდგომო სესიაზე და პარლამენტში პროექტის განხილვის დაწყებას 2011 წლისთვის ითხოვენ. მანამდე კი მიაჩნიათ, რომ უნდა გაიმართოს სათანადო პოლიტიკური დებატები, სადაც ყველა ძალას საშუალება ექნება დააფიქსიროს ალტერნატიული აზრი, თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილის აცხადებს ხვალ, 23 სექტემბერს, გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც აღნიშნული პროექტი განიხილება. პარასკევისთვის კი სავარაუდოდ გაიმართება რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის პირველი მოსმენით მიღება მოხდება.