"ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარის, ინგა გრიგილიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის "სახლში გასაშვები" ერთადერთი გზა საარჩევნო კოდექსის შეცვლაა.
როგორც მან, "ეროვნული ფორუმის" ოფისში, ირაკლი მელაშვილის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, საქართველოში არჩევნების გაყალბება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
"ოპოზიციური პარტიები ერთად უნდა დადგნენ საარჩევნო კოდექსის შესაცველად.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" მონაწილეობა მივიღეთ ხელმოწერების შეგროვებაში. ეს ხელმოწერები პარლამენტში გადაიგზავნება და თუ მათ ჩვენთვის სასიკეთო რეაგირება არ მოახდინეს, ყველანაირ ზეწოლას მოვახდენთ ხელისუფლებაზე", - განაცხადა გრიგოლიამ.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ, 140 000 ათასი ხელმოწერა შეაგროვა საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად, რომელიც პარლამენტს დღეს გადაეგზავნა.