ოპოზიციურმა პარტიებმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის "ეროვნული ფორუმის" ინიციატივით პარლამენტში 140 000 ათასი ხელმოწერა შეიტანეს.
"ეროვნულმა ფორუმმა" შეადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვენ. ამ დოკუმენტზე მოხდა საქართველოს ყველა რეგიონში 170 000 ათასი ხელმოწერის მოგროვება. ტექნიკური მიზეზების გამო პარლამენტში მხოლოდ 140 000 ათასი ხელმოწერა შევიდა.
ხელმოწერების შეგროვებაში რვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა: "ჩვენი საქართველო - ახალი დემოკრატები", ,,ქრისტიან დემოკრატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "ხალხის პარტია", "კონსერვატორები", "საქართველოს გზა" და "რესპუბლიკელები".
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დასრულდა.
ცვლილებები ითვალისწინებს "საარჩევნო კოდექსით" იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!"
ორი თვის განმავლობაში ხელმოწერების სოლიდური რაოდენობა შეგროვდა და ის კანონით დადგენილ 30 000-ს მრავალჯერ აღემატება, თუმცა, ხელმომწერთა ზუსტი რაოდენობა საზოგადოებისთვის ხვალ ბრიფინგის დროს გახდება ცნობილი.