დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰარვარდის კლუბში გამოვა.
სააკაშვილი თავის გამოსვლაში ძირითად ყურადღებას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრებს, რომელიც ამ დროისთვის კიდევ არსებობს.
ასევე პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა საკითხსაც შეეხება.
ხვალ, 23 სექტემბერს კი პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მსოფლიო ლიდერების დებატებს გახსნის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია აშშ-ში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 65 სესიაზე 20 სექტემბერს გაემგზავრა, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.