საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კანატ საუდაბაევს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
"მთავრია ჩვენი ინსტიტუტების კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებით ზუსტად ისევე არიან დაინტერესებულები, როგორც მე მაინტერესებდა როგორ მიმდინარეობს პროცესები ევროპაში, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა ყაზახეთში, აზიასა და აფრიკის ქვეყნებში. მთავრი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ურთიერთობიდან ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადასვლაზე", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემDშეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გამართა.